დიმიტრი ქუმსიშვილი „კარგი მმართველობის ფონდის“ ხელმძღვანელს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატში რიჩარდ დიუდნის შეხვდა
17-05-2018, 16:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბიზნესკავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ - ეს არის პროექტი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში,“ საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers-თან ერთად, გაერთიანებული სამეფოს (UK Good Governance Fund) „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის დეტალები და გეგმები დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და „კარგი მმართველობის ფონდის“ ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატში რიჩარდ დიუდნიმ განიხილეს.

 

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მის უკეთესად ოპერირებასა და ეფექტურობის გაზრდას. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ საქართველოში არსებულ მულტინაციონალურ და ე.წ „ფრენჩაიზინგის” კომპანიებს პროდუქციის და მომსახურების მიწოდების მიზნით სამასპინძლო ინდუსტრიის სფეროში (HoReCa).

 

 

„მცირე და საშუალო კომპანიების დაკავშირება მულტინაციონალურ კომპანიებთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. პროგრამა, რომელსაც დღეს ჩვენ ვახორციელებთ „კარგი მმართველობის ფონდთან,“ ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ მათი პროდუქცია, მათი სერვისები და მომსახურება შევიდეს მულტინაციონალურ კომპანიებში. ძალიან მარტივად რომ მოგახსენოთ, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მცირე და საშუალო საწარმოებმა, ერთი მხრივ, თავისი პროდუქტები გაყიდონ ისეთ კომპანიებში, რომლებსაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვთ პროდუქციის სტანდარტების მიხედვით, მეორე მხრივ კი მულტინციონალურ კომპანიებს აღარ შემოაქვთ ეს პროდუქტები საზღვარგარეთიდან ანუ ხდება იმპორტის ჩანაცვლება,“ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საბოლოო ჯამში, ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესი მიაღწევს იმ სტანდარტებს, რომლებიც მულტინაციონალურ კომპანიებს ჭირდებათ, საუბარია ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა, მაგალითად, „დანკინ დონატსი“, „მაკდონალდსი“, სასტუმროების ქსელი „ჰილტონი“ და სხვა.

 

 

შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, პროექტის ფარგლებში გაიზრდება მოთხოვნა ადგილობრივი წარმოების საქონელსა და მომსახურების შესყიდვაზე, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების გაფართოებასა და სექტორში არსებული კომპანიების გაუმჯობესებას.

 

 

სამეტაპიანი პროექტის პირველ ეტაპზე, კვლევის საფუძველზე, მოხდა ინდუსტრიების იდენტიფიცირება, ხოლო მეორე ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის საპილოტე ფაზის უშუალო განხორციელება შერჩეულ კომპანიებთან ინტენსიური თანამშრომლობით. მეორე ეტაპის ფარგლებში, სამომავლოდ დაგეგმილია შეხვედრა მულტინაციონალურ კორპორაციებთან, რათა მოხდეს მათი ჩართულობის გაზრდა პროექტში, ადგილობრივ მცირე და საშუალო სექტორთან შესახვედრად, ასევე შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც მოიაზრებს ორი მხარის დაკავშირებას B2B შეხვედრების მეშვეობით.

 

 

საბოლოო, მესამე ეტაპზე, შემუშავდება პროექტის გეგმა, რომელიც მოიცავს ახალ და შერჩეულ სექტორებში საპილოტე პროექტზე დაყრდნობით, პროექტის განხორციელების სამომავლო გეგმას და რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი