ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, რამდენიმე ქვეყანაში მის სათვალთვალოდ საქართველოდან სუს-ის თანამშრომლები გაგზავნეს, რომელთაგან რამდენიმე მათგანი დააკავეს და საქართველოში დეპორტაცია გაუკეთეს, ერთი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.
"არა მხოლოდ სულელურ დელეგაციებს აგზავნიან, არამედ რამდენიმე ქვეყანაში გამოაგზავნეს სუს-ის, უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, რომ ჩემზე ეწარმოებინათ დაკვირვება. რამდენიმე ქვეყანამ ისინი დააკავა და დეპორტაცია გაუკეთა, ერთ ქვეყანაში კი დღემდე ზის სუს-ის მაღალჩინოსანი და არ უშვებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ შეუთვალა, თქვეს, რომ კანონი კანონია და ვინ მოგცათ უფლება ჩვენ ქვეყანაში ოფიციალურად მოწვეულ ადამიანს რომ უთვალთვალებთო. ასე რომ, ძალიან სამარცხვინოა", - განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების გამო საქართველოს მოქმედმა მთავრობამ ურთიერთობა "ყველასთან გაიფუჭა".
"პუტინი კვდება სიცილით. ზუსტად მის გეგმას მიყვებიან. ყველასთან გაიფუჭეს ურთიერთობა, მათ შორის ამ თემაზე. ისეთი სისულეები მოუყვა პოროშენკოს ღარიბაშვილმა ტელეფონზე რომ დაურეკა, როცა პირველად თანამდებობა შემომთავაზეს და საკითხი წყდებოდა, რომ მართლა ვერ გავიმეორებ. ოდესმე წიგნში შეიძლება დავწერო. ქვეყანა რომ ბანძდება ამაზე აღარ ფიქრობენ", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.