პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის დელეგაციას შეხვედა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო - ავსტრიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, აგრეთვე თანამშრომლობაზე საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკაში, ვაჭრობაში, ინოვაციებში, პროფესიულ განათლებაში და სხვ.
შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელიც B2B ფორმატით ჩატარდა. ფორუმს 26 მსხვილი ავსტრიული და 100-ზე მეტი ქართული კომპანიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ავსტრიის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ჰიდრო- ელექტროენერგია, დეტექტორების, ონკანების და მსგავსი საზომი ხელსაწყოების წარმოება, სახანძრო სიგნალიზაცია და ტაქსომეტრები, სპორტული კომპლექსების მოწყობა და მართვა, მანქანათმშენებლობა, შესაფუთი მანქანა-დანადგარები, მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები და სხვ.
თავის მხრივ, ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ შენცმა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ადგილობრივი ბიზნეს სექტორი ავსტრიაში ბიზნეს ფორუმის ჩასატარებლად მიიწვია.
შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.