თერჯოლის ხელმძღვანელი პირები სოფლის ამბულატორიების სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ
17-05-2018, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფლის ამბულატორიების სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ.

 


შეხვედრას, რომელიც მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა, ესწრებოდნენ: თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მოადგილე მერაბ სირაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე, საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბადრი ბუცხრიკიძე, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის დეპუტატისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე ზაზა აბულაძე.

 


შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მუნიციპალიტეტში მოქმედი ჯანდაცვის პროგრამები, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, სამედიცინო პერსონალის მომსახურების ხარისხი და სხვა აქტუალური საკითხები, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურეობისთვისაა საჭირო.

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 19 ამბულატორია, რომელიც დაფუძნებულია 100%-იანი წილით მუნიციპალიტეტის მიერ და განთავსებულია მუნიციპალურ შენობებში. 2018 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 37 000 ლარი, რის ფარგლებშიც მოხდება ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე, კომპიუტერითა და ინტერნეტით აღჭურვა.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი