დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი, USAID Zrda-ს ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და პროექტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განხილული იქნა USAID Zrda- ს სამიზნე ადმინისტრაციულ ერთეულებში, კერძოდ, გრემისხევსა და მჭადიჯვარში პროექტის მიერ დაგეგმილი განსახორციელებელი პროექტები სოფლის მეურნეობის სექტორში, ასევე ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის შესაძლებლობები და მომავალი თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს USAID Zrda-ს პროექტის მიერ გამოცხადებული სოფლის მეურნეობის საგრანტო პროგრამა სამიზნე თემებისათვის და ფერმერებისათვის ინფორმაციის მიწოდების საშუალებები.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.