საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის პროექტი „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ დასრულდა.
პროექტი აფხაზეთის თემატიკას ეძღვნებოდა და მასში ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.
VIII, IX და XI მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ძაგნიძე ხელმძღვანელობდა.
პროექტის ავტორი ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი რუსა გონაშვილი იყო.
პროექტი რამდენიმე თვეს გრძელდებოდა და მონაწილე სკოლებს სხვადასხვა დავალება უნდა შეესრულებინათ.
ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯამში 16 სახის აქტივობა ჩაატარეს.
ისინი წერდნენ ესეებს, ჩანახატებს, ლექსებს, დღიურებს, ხატავდნენ სიუჟეტებს, ქმნიდნენ აპლიკაციებს, მუსიკას, აკეთებდნენ ანიმაციას, იღებდნენ ვიდეოფილმებს, უშვებდნენ გაზეთს, ატარებდნენ კონკურსებს, იკვლევდნენ, იღებდნენ ინტერვიუებს და იყენებდნენ ტექნოლოგიებს.
სახელმწიფო ენის ასოციაციამ სკოლის პროექტი საუკეთესოდ აღიარა და მოსწავლეებს და მასწავლებელს დიპლომები გადასცა.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.