საქართველოში ვიზიტად აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი კურტის სკაპაროტი იმყოფება. დღეს ამერიკელი გენერალი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყების ცერემონიასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნას დაესწრება.
ვაზიანში გამგზავრებამდე ლევან იზორიამ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ გენერალ კურტის სკაპაროტს ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ამოქმედების პროცესში ამერიკელი პარტნიორების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და პროგრამის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის როგორც გლობალურად, ისე უშუალოდ თავდაცვის სფეროში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს „ღირსეულ პარტნიორსა“ (Noble Partner) და „მებრძოლ სულს“ (Agile Spirit), რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით საქართველოში წელსაც ჩატარდება. ამერიკელმა გენერალმა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი გაიხსენა.
შეხვედრას თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, თავდაცვის ატაშე და ამერიკული დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.