დაბა ადიგენში ერისთავის, ზაზაშვილის, ბალახაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და სარინელების აღდგენა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება თერთმეტ საცხოვრებელ კორპუსს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 592 968 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის 24 აპრილს დაიწყო და 24 აგვისტოს დასრულდება.
სამუშაო პროცესი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა და პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობას ესაუბრა.

მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა და მერს მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.