საქართველო თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა
18-05-2018, 10:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში - თხილამურსა და სნოუბორდში საქართველოს სამთო კურორტები - ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაცით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო.

 

 

„საქართველოს მიზანი - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის თებერვალში, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯან ფრანკო კასპერს სენტ მორიცში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ჯან ფრანკო კასპერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთის კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, განხორციელებული და მიმდინარე ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების შესახებ.

 

 

2017 წლის აპრილში კი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა, რის შემდეგაც მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურ მდივან სარა ლუისს და მის თანმხლებ დელეგაციას უკვე საქართველოში უმასპინძლა.

 

 

FIS-ის ექსპერტ - კოორდინატორი სათხილამურო ფრისტაილში ჯოზეფ ფიცჯერალდი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ქვეყნის სამთო პოტენციალსა და შესაძლებლობებს; მთის კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან წარმატებულად შეფასდა.

 

 

FIS-ის ექსპერტთა ჯგუფი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ინსპექციის განხორციელების მიზნით, ქვეყანას გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენჯერმე ეწვია.

 

 

პროცესში აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია", კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აგრეთვე საქართველოს სათხილამურო ფედერაცია.

 

 

2023 წელს საქართველოში, დაბა ბაკურიანსა და გუდაურში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენაა, რომელიც უდიდეს როლს შეასრულებს ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა კიდევ უფრო გაზრდის ქვეყანის ცნობადობას და საქართველოს მთის კურორტებით ტურისტების დაინტერესებას", ნათქვამია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი