საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურს, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, გენერალ კურტის სკაპაროტს შეხვდა და ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, რუსეთისაგან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა აღნიშნა, დღეს ოფიციალურად იხსნება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რაც ისტორიული ეპოქალური ეტაპია საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესში, როდესაც საქართველო ტერიტორიული თავდაცვის პრინციპზე გადადის.
„ამ პროცესში გვერდით გვიდგანან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. ეს პროგრამა მოიაზრებს, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობას, ასევე, არაპირდაპირ ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების ჰარმონიზაციის პროცესი ნატო -ს სტადარტებთან კიდევ უფრო სიღრმისეულად“, აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.