ევროკავშირის წარმომადგენლის გუნარ ვიგანდის განცხადებით საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები ღრმავდება.
როგორც ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, "აღმოსავლეთ პარტნიორობის", ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირმა საქართველოს ყოველწლიური დახმარება, 65 მილიონი ევრო 100 მილიონამდე გაზარდა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ვიგანდიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ძლიერია, რასაც მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.