საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა და საული ნიინისტომ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ვიზიტის დეტალები დღეს სატელეფონო საუბრისას შეათანხმეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საული ნიინისტოს საქართველოში ჩამობრძანებისათვის და 26 წლიანი პაუზის შემდეგ, ფინეთის პრეზიდენტის ვიზიტს თბილისში ისტორიული უწოდა.
პრეზიდენტებს შორის საუბარი შეეხო ასევე, საქართველო - ფინეთის ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.