სოლსბერიში მარტის დასაწყისში ქიმიური ნივთიერებით მოწამლული ყოფილი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს.
„სკრიპალი თავს საკმაოდ კარგად გრძნობს იმისათვის, რომ მისი საავადმყოფოდან გაწერა შესაძლებელი გამხდარიყო“, განაცხადა სოლსბერის საავადმყოფოს დირექტორმა კარი ჩარლზ ბარკსმა.
უფრო ადრე, აპრილის დასაწყისში დატოვა საავადმყოფო რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილმა, იულია სკრიპალმა.
ბრიტანული გაზეთის The Sun-ის თანახმად, დიდი ბრიტანეთის პოლიცია ეჭვობდა, რომ ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი წიწიბურას მეშვეობით იქნენ მოწამლული.
გამოცემის მიხედვით, სერგეი სკრიპალმა მის ქალიშვილს იულიას სთხოვა, რომ რუსეთიდან წიწიბურა, დაფნის ფოთოლი და სანელებლები ჩამოეტანა, მაგრამ მას დაავიწყდა მათი ყიდვა და ამის გაკეთება მის მეგობარს სთხოვა, რომელიც დიდ ბრიტანეთში სხვა რეისით მიფრინავდა.
პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მომწამვლელ ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებას, სწორედ წიწიბურა შეიცავდა.
ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იქნენ მოწამლული.
14 მარტს კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ რაც, მოსკოვმა უარი განაცხადა აეხსნა ლონდონისთვის თუ როგორ იქნა გამოყენებული რუსული წარმოების ქიმიური ნივთიერება ყოფილ ჯაშუშზე სოლსბერიში.
ბრიტანეთის ნაბიჯს ამერიკიდან და მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევებები მოჰყვა. საპასუხო, სარკისებრი ზომები მიიღო რუსეთმაც, რომელიც სოლსბერის ინციდენტში რაიმე ფორმით ჩართულობას კატეგორიულად უარყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.