რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით გამოხატული სურვილის რეალურად განხორციელებას „თეორიულად შესაძლებლად“ მიიჩნევს, თუმცა აკონკრეტებს, რომ „ამას სათანადო მომზადება სჭირდება“.
„თეორიულად ასეთი შეხვედრა ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს დონეზეცაა შესაძლებელი, თუმცა აღნიშნულს სათანადო მომზადება სჭირდება“, განაცხადა კარასინმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან რაციონალური დიალოგისთვის მზადყოფნა ორი დღის წინა გამოხატა, როცა განაცხადა, რომ ნატრობდა იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.