საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლა დაიწყო. გახარია ამ წუთებში უწყების რეფორმებზე საუბრობს.
მინისტრმა უბნის ინსპექტორის თანამდებობის საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ „360 ადამიანია საჭირო თბილისში უბნის ინსპექტორის პოზიციაზე“ და აღნიშნული ვაკანსიების შევსება დაეხმარება სისტემას უფრო გამართულად მუშაობაში.
მინისტრმა ასევე სასაზღვრო სისტემის უფრო დახვეწაზე და საპატრულო პოლიციაში რეფორმების გატარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ სფეროში „საკმაოდ მძიმე“ მდგომარეობა იყო. დღეს კი, ერთიანი სერვისცენტრია შექმნილი და მოქალაქეებს შეუძლიათ კომფორტულად მიიღონ სერვისები.
მან აღნიშნა, რომ სამხრე კამერების გამოჩენა იყო სწორი და ამჟამად უკვე შეძენილია, თანამედროვე ტექნოლოგიების სამხრე კამერები და თუკი მანამდე არსებული კამაერებით 40 წუთის გადაღება იყო შესაძლებელი ახლა ეს 9 საათი იქნება შესაძლებელი. გახარიამ თქვა, რომ ორშაბათიდან თბილისის ტურისტულ ლოკაციებში ქვეითი პატრულის კორპუსი დაიწყებს მუშაობას და თავდაპირველად ის 20 პატრულისაგან იქნება შემდგარი, ხოლო ახლო მომავალში 60-მდე გაიზრდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.