The Wall Street Journal - ი: ქალი, რომელიც ცდილობს საქართველომ MAP-ი მიიღოს
03-06-2015, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქალი, რომელიც ცდილობს საქართველომ MAP-ი მიიღოს", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ნაფტალი ბენდევიდი. სტატიაში საუბარია თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში ვიზიტსა და საქართველოს პერსპექტივებზე.


"ნატო-ს ლიდერები გასული წლის უელსის სამიტზე, საქართველოს "არსებით პაკეტს" და "საბოლოო წევრობას" დაჰპირდნენ. თუმცა, საქართველო, რომელსაც ნატო-ს სამხედრო მისიაში სერიოზული წვლილი შეაქვს, უფრო მეტს ითხოვს. კონკრეტულად კი საქართველოს 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტზე MAP-ი სურს, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ გადადგმული ბოლო ნაბიჯია. თუმცა, ნატო-ს ზოგიერთი წევრი სვამს კითხვას, არის თუ არა საქართველო საკმარისად დემოკრატიული", - აღნიშნულია სტატიაში, რომელიც "უოლ სტრიტ ჯორნალმა" გუშინ გამოაქვეყნა.


როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, თინა ხიდაშელის თქმით, ნატო-ს მომდევნო სამიტი საქართველოში წინასარჩევნო კამპანიის აქტიურ პერიოდში ჩატარდება, ამიტომაც ნატო-ს მიერ საქართველოსთვის MAP-ის მიუცემლობა, საქართველოს პროდასავლური პარტიებისთვის დარტყმა იქნება.


"თუ პასუხი იქნება უარყოფითი ვარშავიდან - შეგიძლიათ ჩემი სიტყვა დაიმახსოვროთ, მე არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ ამას ექნება დაუყოვნებლივი გავლენა არჩევნების შედეგებზე", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.


ნაფტალი ბენდევიდი სტატიაში ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაზეც.


"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახლახან ხელი მოაწერა "შეთანხმებებს" აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, რომელსაც მსოფლიოს უდიდესი ნაწილი არ აღიარებს. ბრიუსელში სასტუმროში ინტერვიუს დროს, ქალბატონ ხიდაშელს დაურეკა ტელეფონმა, მას აცნობეს, რომ პუტინი სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტ" ლეონიდ თიბილოვს ხვდებოდა", - აღნიშნულია სტატიაში.

 


სტატიის ავტორის თქმით, თუ მონტენეგრო წლის ბოლომდე ნატო-ში გაწევრიანების მიწვევას მიიღებს, ბევრი ექსპერტი და თინა ხიდაშელიც ფიქრობენ, რომ საქართველო შემდეგი უნდა იყოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი