გიორგი გახარია: „ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი, როდესაც მსგავსი ფაქტებია, უნდა შევსულიყავით თუ არა კლუბში?“
18-05-2018, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა იმ პოლიციელებს, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს თბილისის ღამის კლუბებში და დასძინა, რომ ვერავინ ვერ შეძლო წარმოედგენა პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე.

 


გახარიამ თქვა, რომ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები სისტემატურად იყიდებოდა. მან აღნიშნა, რომ არსებობს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვის მტკიცებულებები.

 


„ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი, როდესაც მსგავსი ფაქტებია, უნდა შევსულიყავით თუ არა კლუბში?" იკითხა გახარიამ და დასძინა, რომ უწყება სწორად მოიქცა და თუ ერთი ფაქტიც დაფიქსირდა უფლებამოსილების გადამეტების, იგი სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს.

 


მან აღნიშნა, რომ კლუბებში შესულმა პოლიციელებმა ბოდიში მოუხადეს იქ მყოფთ და სთხოვეს დამორჩილებოდნენ კანონს, თუკი ვინმეს ნარკოტიკი ჰქონდა, ჩაებარებინა ის კანონის შესაბამისად.

 

 

„ვერ მანახებთ კლუბში მყოფ ვერც ერთ იმ ადმიანს, რომელსაც თმის ღერი მაინც ჩამოვარდნოდა“, დასძინა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი