აშშ-ის ისტორიაში პირველად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ქალი გახდა
18-05-2018, 17:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის სენატმა ხუთშაბათს ჯინა ჰასპელი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის პოსტზე დაამტკიცა - 54 ხმით 45-ის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მის კანდიდატურას ბევრი მძლავრად ეწინააღმდეგებოდა CIA-ს სასტიკი წამების პროგრამაში მისი როლის გამო.

 


ჰასპელი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც CIA-ს დირექტორი გახდა.

 


ხმები, 54-45 ორივე პარტიაზე გადანაწილდა. „რესპუბლიკელებს“ კანდიდატისთვის ხმის მიცემაში ექვსი „დემოკრატი“ შეუერთდა. კენჭისყრას არ დასწრებია ჯონ მაკკეინი, რომელიც ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმყოფება, თუმცა ვეტერანმა სენატორმა არიზონას შტატიდან, თავისი უარყოფითი პოზიცია CIA-ს წამების პროგრამაში ჰასპელის როლის გამო წერილობითი განცხადებით გააკეთა.

 


სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა კი დონალდ ტრამპის არჩევანს უწოდა „საჭირო ქალი, საჭირო ადგილას“.

 


61 წლის ჯინა ჰასპელმა, რომელსაც სადაზვერვო სააგენტოში 33-წლიანი კარიერული გზა აქვს გავლილი, CIA-ს დირექტორის თანამდებობაზე სახელმწიფო მდივნის პოსტზე გადანაცვლებული მაიკ პომპეო შეცვალა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი