ვანის სამუსიკო სასწავლებელში ლუდმილა ბრეგვაძის საიუბილეო საღამო გაიმართა
18-05-2018, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გურამ ბზვანელის სახელობის ვანის სამუსიკო სასწავლებლის სცენაზე ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლუდმილა ბრეგვაძის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.

 

 

ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგრიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო განათლების და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი თამარ ჟვანია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

 

 

„საიუბილეო საღამოზე, რომელსაც სამუსიკო სასწავლებლის ხელმძღვანელი მარინე ლორთქიფანიძე უძღვებოდა, იუბილარის მოსწავლეების, მეგობრების და ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მუსიკალური ნომრები.

 

 

ლუდმილა ბრეგვაძე გურამ ბზვანელის სახელობის ვანის სამუსიკო სკოლაში 50 წელია მოღვაწეობს, მის ხელში მრავალი ნიჭიერი თაობა აღიზარდა, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ვანის რაიონს. დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა პირადად მიულოცა ქალბატონ ლუდმილას დაბადებიდან 70 და მუსიკალურ სკოლაში მოღვაწეობის 50 წლის იუბილე და სიმბოლური საჩუქარი გადასცა", აღნიშნულია ვანის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი