"გაუკრაინელებული და გაგუბერნატორებული" ძებნილი სააკაშვილი განაგრძობს ჩარევას საქართველოს საშინაო საქმეებში!
03-06-2015, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუშინ, რუსთავი 2–ის ეთერში ნაჩვენები იქნა ინტერვიუ საქართველოს ყოფილ და ძებნილ პრეზიდენტთან მ.სააკაშვილთან, სადაც მან ისაუბრა საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე და საქართველოში "დაბრუნებაზე", იმ შემთხვევაში, თუ მას ქართველი ხალხი "დაუძახებს"! სააკაშვილის რიტორიკაში გახმოვანდა ანტიკონსტიტუციური ნოტებიც, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას "მოქმედების კომიტეტები" და სხვა... საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილი სააკაშვილი ამ შინაარსის განცხადებების კეთებას აგრძელებს მას შემდეგაც, რაც პრეზიდენტმა პოროშენკომ დაჩქარებული წესით მიანიჭა უკრაინის მოქალაქეობა და დანიშნა იგი ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის მეთაურად (გუბერნატორად). ანუ, "გაუკრაინელებული და გაგუბერნატორებული" სააკაშვილი, რომელსაც ძებნილის სტატუსი აქვს საქართველოში, როგორც ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე, განაგრძობს ჩარევას საქართველოს საშინაო საქმეებში! ეს არის დაუშვებელი და ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს სასწრაფოდ უნდა ჩამოართვას საქართველოს მოქალაქეობა, რადგანაც ორმაგი მოქალაქეობა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია!

 

 

გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ეს ქმედება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა ვალი მოიხადოს მოძმე უკრაინელი ხალხის წინაშე, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება "დაუფიქრებლად ენდობა და წყალობს" სააკაშვილს და მისი თანამზრახველების მცირერიცხოვან ჯგუფს, ნიშნავს რა მათ სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობებზე უკრაინაში! აუცილებელია და მეტიც, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გააფრთხილოს მეგობარი უკრაინელი ხალხი (ოდესის და ოდესის ოლქის მოსახლეობა), მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე, რაც დიდი ალბათობით მოჰყვება სააკაშვილის "მოღვაწეობას" უკრაინაში და კონკრეტულად ოდესის რეგიონში! მოგეხსენებათ, რომ რა ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება უკრაინა და უკრაინელი ხალხი, სადაც არაკონტროლირებადი მოვლენები შეიძლება უსწრაფესად განვითარდეს, ამიტომ, ბევრი ბჭობა აღარ უნდა ამ საკითხს და საქრთველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა, უკრაინის პირველი პირების და მთლიანად უკრაინელი ხალხის მისამართით უნდა გააკეთონ შესაბამისი შინაარსის განცხადება, რათა საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი პირნათელნი ვიყოთ ჩვენი მეგობარი უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მიმართ!!!..

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი