გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად, ქალაქ გარდაბნის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მოსწავლეებს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების ძირითადი საქმიანობა გააცნეს და მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს. საკრებულოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ქართული ენის ცოდნის აუცილებლობას და მნიშვნელობას, ასევე განმარტა ახალგაზრდების ჩართულობის როლი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ №4 საჯარო სკოლაში ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები სწავლობენ.
შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივითა და №4 საჯარო სკოლის აქტიური ჩართულობით ჩატარდა.
ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.