შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ირმა ნადირაშვილისთვის პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილის მიერ „ფეისბუქით“ გავრცელებული კლიპი არც კვირას, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მისვლამდე და არც მის შემდეგ არ უნახავს და კლიპზე საუბარი მას არასერიოზულად მიაჩნია.
მინისტრმა დაამატა, რომ საერთოდ არ აქვს „ფეისბუქის“ გვერდი.
რეპერმა ბერა ივანიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კლიპი სახელწოდებით - „ლეგალიზება #მშვიდობისთვის“ - 13 მაისს გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ის წარმოადგენს თაობას, რომელსაც „აღარ ეშინია მთავრობის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.