ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა ტელევიზიამ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც კიმ ჩენ ინის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ფხენიანში შეხვედრაა ასახული
19-05-2018, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ ქვეყნის უზენაესი ლიდერის, კიმ ჩენ ინის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ფხენიანში შეხვედრის ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

 

 

 


პომპეო კიმ ჩენ ინს ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ 8 მაისს შეხვდა და ფხენიანში მისი მეორე ჩასვლისას, სამი კორეული წარმოშობის ამერიკის მოქალაქე პატიმრობიდან გათავისუფლდა, ასევე ივნისის პირველ ნახევარში კიმის და პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრის საკითხი საბოლოოდ გადაწყდა, თუმცა მოგვიანებით ფხენიანმა სიბრაზით სავსე განცხადება გაავრცელა და აღნიშნული შეხვედრის გაუქმებით დაიმუქრა, თუკი ვაშინგტონი უგუნური განცხადებების გაკეთებას და ბირთვულ შეიარაღებაზე ცალმხრივად და დაჟინებით უარის თქმის მოწოდებებს არ შეწყვეტდა.

 

 

ლიბიის ლიდერის, მოამარ კადაფის ბედის გაზიარების საფრთხემ კიმ ჩენ ინი შეაშფოთა

 

 

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ შესაძლოა უარი თქვას შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილ შეხვედრაზე, თუკი ვაშინგტონი ცალმხრივად და დაჟინებით მოითხოვს ფხენიანისაგან ხელი აიღოს მის ბირთვულ შეიარაღებაზე, ტრამპმა მისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მოსაზრების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და დაამშვიდა ფხენიანი, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღებისას ე.წ. ლიბიის მოდელს არ მიჰყვებიან.

 


გაბრაზებულ განცხადებაში, რომელშიც თითი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონისკენაა გაშვერილი, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეერთებულ შტატებს უგუნური განცხადებების გაკეთებაში დასდო ბრალი.

 


ბოლტონის შეთავაზებით, ჩრდილოეთ კორეას შეუძლია ბირთვული განიარაღების ლიბიურ მოდელს მისდიოს - მოდელი, რომელზეც ბევრმა ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ შეშფოთებას გამოიწვევდა ჩრდილოეთ კორეაში იმ ბედის გათვალისწინებით, რაც ლიბიის ხელმძღვანელობამ გაიზიარა.

 


კიმ კი გვანმა, რომელიც მაღალი იერარქიის გავლენიანი ფიგურაა ჩრდილოეთ კორეაში, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ეს არ არის „საკითხის დიალოგის გზით გადაწყვეტის განზრახულობის გამოხატულება“.

 


„ეს არსებითად არის საშინელი ჩანაფიქრისკენ მიმავალი მანიფესტაცია - ჩვენმა ღირსეულმა სახელმწიფომ გაიზიაროს ლიბიის ან ერაყის ბედი, რომლებიც მთელი თავიანთი ქვეყნების დიდი სახელმწიფოებისთვის დათმობის გამო ჩამოიშალნენ“.

 


„ჩვენ წარსულში უკვე ნათელი მოვფინეთ ბოლტონის ხარისხის დონეს, და ჩვენ არ ვმალავათ მის მიმართ ჩვენი გრძნობების შეუთავსებლოას“, ნათქვამი განცხადებაში.

 

 

2003 წელს ლიბიის ლიდერმა მოამარ კადაფი მის ქვეყანაზე სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის განვითარების შეჩერებას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის შემდეგ იგი დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების მიერ იქნა მოკლული - შედარება, რამაც როგორც ჩანს, შეაშფოთა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და დაიმუქრა ტრამპთან სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებით.

 


რა განაცხადა ტრამპმა?

 


მაშინ, როცა ფეხზე მდგომი ბოლტონი მჯდომარე ტრამპს ზემოდან დაჰყურებდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა: „ლიბიური მოდელი არ არის მოდელი, რომელიც ჩვენ საერთოდ შეიძლება გვქონდეს, როდესაც ჩრდილოეთ კორეაზე ვფიქრობთ“.

 

 

 


ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კიმ ჩენ ინთან ისეთ შეთანხმებას განიხილავს, რომელიც მის ადგილზე დარჩენას გულისხმობს: საუბარია „ისეთ რამეზე, რომ ის იქნება იქ, ის ქნება მის ქვეყანაში, ის განაგრძობს მისი ქვეყნის მართვას, მისი ქვეყანა იქნება ძალიან მდიდარი.

 


„თუ თქვენ შეხედავთ სამხრეთ კორეას, ეს იქნება ნამდვილად სამხრეთ კორეული მოდელი, რაც შეეხება მათ ინდუსტრიას... ისინი არიან უაღრესად მშრომელი, ჩინებული ადამიანები“.

 


დაგეგმილ სამიტზე ტრამპმა განაცხადა: „არაფერი შეცვლილა ჩრდილოეთ კორეაზე და ყველაფერი ისეა, რაც აქამდე ვიცით. ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს“.

 


ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ კიმ ჩენ ინთან „წარმატებული შეხვედრა“ ექნება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი