მარჯვენა ძრავის გაჩერების გამო, რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი ბოინგი „ვნუკოვოს“ აეროპორტში დაბრუნდა
19-05-2018, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავიაკომპანია „პაბედას“ კუთვნილი ბოინგი, რომელიც მოსკოვიდან ასტრახანის მიმართულებით მიფრინავდა, მარჯვენა ძრავის გაჩერების გამო, „ვნუკოვოს“ აეროპორტში დაბრუნდა.

 


„ასტრახანში რეისის შესრულებისას, მარჯვენა ძრავამ მუშაობა შეწყვიტა, თვითმფრინავი „ვნუკოვოში“ ბრუნდება“, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ ავიაკომპანიაში ცოტა ხნის წინ.

 

 

„Flightradar24-ის რესურსზე დაყრდნობით, ავიალაინერი ცაში მოსკოვისკენ, ვოლგოგრადის ოლქში შემობრუნდა. მოსკოვის დროით, დილის 9:00 საათის მდგომარეობით, თვითმფრინავი დედაქალაქის რეგიონში იმყოფებოდა.

 

 

ხომალდმა „ვნუკოვოს“ აეროპორტში საგანგებო დაშვება უკვე განახორციელა.

 

 

აეროპორტის მომაცემების მიხედვით, „პაბედას“ კუთვნილი „ბოინგი737-800“ მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან ასტრახანის მიმართულებით ადგილობრივი დროით დილის 7:15 საათზე გაფრინდა და ის დანიშნულების ადგილას მოსკოვის დროით 9:18 საათზე უნდა დაფრენილიყო.

 

 

ავიაკომპანიის ინფორმაციით, მისი ყველა - 12-ივე „ბოინგ 737-800“-ის მოდელის თვითმფრინავი, 2014-2015 წლებშია წარმოებული და პირდაპირ „ბოინგის“ მწარმოებელი ქარხნიდან არის მიღებული.

 

 

„Победа“ უკან დაბრუნებულ მგზავრებს დანიშნულების ადგილისკენ სარეზერვო ავიალაინერით გაამგზავრებს. რუსულ ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ ხომალდის ძრავის გაჩერება პირველად მოხდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი