საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრი მარკ ლანკასტერი იმყოფება. მარკ ლანკასტერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.
ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროცესში დიდი ბრიტანეთის წვლილი მნიშვნელოვანია. ამ მხრივ საუბარი შეეხო სტრატეგიული კომუნიკაციისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფუნქციონირების საკითხებს.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტოირული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ ეთელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.