ფოტოები: ვინძორის სასახლეში პრინც ჰარისა და მეგან მარკლის საქორწინო ცერემონია მიმდინარეობს
19-05-2018, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვინძორის სასახლეში პრინც ჰარისა და მეგან მარკლის საქორწინო ცერემონია მიმდინარეობს. ცერემონია დაგეგმილზე 6 წუთის დაგვიანებით დაიწყო. სამეფო წყვილმა თავიანთი ბეჭდები გაცვალეს და თავიანთი აღთქმა დადეს. ჰარი და მეგანი დაქორწინებულები არიან. 

 

 

 

 

პრინც ჰარისთან მეგან მარკლი მისმა მამამთილმა, პრინცმა ჩარლზმა მიაცილა. სამეფო ქორწილს მეგანის მამა, ავადმყოფობის გამო ვერ ესწრება.

 

 


სტუმრებს შორის არიან როგორც ახალგაზრდა თაობის ცნობილი ადამიანები, ასევე ვეტერანები. 600 დაპატიჟებულ სტუმარს შორის არიან ოპრა უინფრი, ჯორჯ და ამალ კლუნები, დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები და ელტონ ჯონი.

 

 

 


პოლიტიკოსები, მათ შორის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი, არ არიან დაპატიჟებული, რადგანაც ქორწილი არ არის სახელმწიფო ღონისძიება, იუწყება BBC.

 

 

 


ცერემონია წმინდა გიორგის სამლოცველოში მიმდინარეობს.

 

 

 


დედოფალმა ელისაბედ მეორემ პრინ ჰარის სასექსის ჰერცოგობა უბოძა, მისი მეუღლე მარკლი კი სასექსის ჰერცოგინია ხდება.

 


პრინცმა, რომელიც მეექვსეა სამეფო ტახტის ხაზით, ასევე დამბარტონის გრაფობა და კილკილის ბარონობა მიიღო.

 


ვინძორის სასახლესთან წყვილის ათასობით კეთილისმსურველია შეკრებილი, სამეფო წყვილის ასეულობით თაყვანისმცემელმა კი კარვები ვინძორის მიმდებარედ რამდენიმე დღის წინ გაშალა, რათა საუკეთესო ადგილებიდან მიედევნებინათ თვალი საქორწილო ცერემონიისთვის.

 


ქორწილის წინა დღეს, 33 წლის პრინცმა ჰარიმ ვინძორთან შეკრებილებს უთხრა, რომ იგი თავს „დასვენებულად“ გრძნობდა, ხოლო 36 წლის მარკლიმ განაცხადა, რომ ის თავს „ჩინებულად“ გრძნობდა.

 


პრინც ჰარის ბეჭედი პლატინისაგან, ხოლო მარკლის საქორწინო ბეჭედი კი უელსის ოქროსაგან არის დამზადებული, განაცხადა კენსინგტონის სასახლემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი