პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი დასავლეთ სანაპიროს საავადმყოფოშია გადაყვანილი, განაცხადა პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა, რომელსაც აბასის ჯანმრთელობის შემდგომ მდგომარეობაზე ინფორმაცია არ წამოუდგენია.
როგორც „როიტერსი“ იტყობინება, ეს 82 წლის აბასის საავადმყოფოში მოთავსების მესამე შემთხვევაა მიმდინარე კვირის განმავლობაში. სამშაბათს მას ყურზე მცირე ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე საათში იქნა გაწერილი, თუმცა შაბათს ისევ საავადმყოფოში მოათავსეს, როგორც ამას პალესტინური ახალი ამბების სააგენტო WAFA იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.