ნიკოლას მადურომ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით გაიმარჯვა
21-05-2018, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ გაიმარჯვა და მომავალი 6 წლის ვადით ქვეყნას კვლავ იგი უხელმძღვანელებს.

 


როგორც BBC იუწყება, საკვების დეფიციტის და მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო და საარჩევნო უბნებთან ხმის მისაცემად ამომრჩეველთა მხოლოდ 46 პროცენტი გამოცხადდა.

 


ოპოზიციის მთავარმა კანდიდატმა, ჰენრი ფალკონმა შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა.

 


„ჩვენ არ ვაღიარებთ ამ საარჩევნო პროცესს კანონიერად. ჩვენ უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები ვენესუელაში“, განაცხადა მან.

 


ხმების 90%-ზე მეტი დათვლილია და 55 წლის მადუროს 67.7% - 5.8 მილიონი ხმა აქვს მიღებული, როგორც ეს ეროვნული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თიბისეი ლუსენამ განაცხადა. მისივე თქმით, ფალკონს მიღებული აქვს 21.2% - 1.8 მილიონი ხმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი