წყალტუბოს სამუსიკო სკოლა 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო საღამო 22 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „სპა რესორტის" საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ცნობით, სპეციალურად იუბილესათვის, გერმანიიდან წყალტუბოს მიუნხენის სახელმწიფო მოხელეთა სიმფონიური ორკესტრი სტუმრობს.
„ვიზიტის ინიციატორი გერმანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი გიორგი ქობულაშვილია. ღონისძიების მხარდამჭერია ცნობილი მეცენატი და ქველმოქმედი პროფესორი კლაუს ჰიპი.
ჰიპსა და მის გუნდს სამუსიკო სკოლასთან მრავალწლიანი მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს.
საიუბილეო საღამოზე სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მიუნხენის სახელმწიფო მოხელეთა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მოცარტის, შუბერტის, ჰაიდნის, ბახის, ბალანჩივაძისა და სხვა ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს შეასრულებენ.
კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ელით არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი. საღამოზე დასწრება თავისუფალია", აღნიშნულია წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.