სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
მხარის გუბერნატორი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე დაბა აბასთუმანში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარე პროცესს გაეცნენ.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. დაგეგმილია დაბა აბასთუმანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 სახლისა და ობსერვატორიამდე საბაგირო გზის მშენებლობა-აღდგენა.
სახლები მე-19, მე-20 საუკუნეებშია აგებული და იმ პერიოდის ხის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობებითა და ქანობიანი სახურავებით გამოირჩევა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება მათი რესტავრაცია და პირვანდელი სახით აღდგენა.
„აბასთუმანში მიმდინარე სამუშაოები მნიშვნელოვანია რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის, მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი საკურორტო ინფრასტრუქტურა და ახალი გზა აბასთუმანში ტურისტული ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც ზოგადად მხარის ეკონომიკური განვითარებისა და აქ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს მოგვცემს“, აცხადებს კახა სამხარაძე.
ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.