ბულგარეთის პრეზიდენტი რუსეთიდან ბულგარეთში შავი ზღვის გავლით პირდაპირი გაზსადენის მშენებლობის წინადადებით გამოდის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა განაცხადა, როგორც ამას რუსული „კომერსანტი“ იტყობინება.
„ვუწოდებთ ამას „ბულგარულ ნაკადს“. ამგვარი მიდგომა ნაკარნახევია საღი აზრით და ენერგეტიკული უსაფრთხოების და ეფექტურობის საჭიროებით, და არა მხოლოდ ბულგარეთთან, არამედ მთელ ევროკავშირთან მიმართებაში. ამგვარი მისწრაფება არაფრით განსხვავდება გერმანიის განზრახულობისაგან, განახორციელოს ‘ჩრდილოეთი ნაკადი-2’“, განაცხადა ბულგარეთის სახელმწიფოს მეთაურმა.
მოსალოდნელია, რომ 2019 წლის შემდეგ ბულგარეთი რუსულ გაზს „თურქული ნაკადის“ გაზსადენით მიიღებს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გავა, მაგრამ ამ შემთხვევაში ქვეყანა რუსული გაზის ტრანზიტულად, თურქეთის გავლით მიმღები იქნება.
ბულგარეთის პრეზიდენტი ორდღიან ვიზიტად რუსეთში იმყოფება. ორშაბათს იგი მოსკოვში რუსეთის პრემიერ მინისტრს, დიმიტრი მედვედევს შეხვდება, ხოლო სამშაბათს სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებებს. ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი ორმხრივი შეხვედრა იქნება რუსეთის და ბულგარეთის პრეზიდენტებს შორის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.