ვაშინგტონში, „ვოლტერ რიდის“ ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე საქართველოს პრემიერ მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა მოინახულეს
22-05-2018, 09:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვაშინგტონში, “ვოლტერ რიდის” ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მკურნალობს, რომელიც გასული წლის სექტემბერში, ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაიჭრა. თავდაპირველად მას გერმანიაში მკურნალობდნენ, ახლა კი რეაბილიტაციის კურსი აშშ-ში უტარდება.

 

 

ქართველი ლეიტენანტი ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ მინისტრმა მოინახულა. 

 


"ვამაყობ, რომ გვყავს ასეთი მამაცი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მოკავშირეებთან ერთად იცავენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ მათთან ვალში ვართ და არასოდეს დავივიწყებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, რომელიც, მჯერა, უშედეგოდ არ ჩაივლის. უზარმაზარი ენერგია და სტიმული მომცა ივერის სიტყვებმა, რომელიც მან დღეს კლინიკაში მითხრა:

 


“ეს ჩემი ვალია, მე ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ, თუ საჭირო გახდება. მიხარია, რომ შემიძლია, რაღაც გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი, რაც საქართველოს მსოფლიოში წარმოაჩენს, ჩვენი შეიარაღებული ძალებია და ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ყოველთვის აღნიშნავენ. მჯერა, ჩვენი სურვილი - ნატოში და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება, მალე რეალობად იქცევა”...

 


სრულად ვეთანხმები - ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ინსტიტუტია. მადლობა სამსახურისთვის! ჩვენ ისევ შევხვდებით, თბილისში..." წერს გიორგი კვირიკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი