„საქართველოში ძნელად მოიძებნება მომხმარებელი, რომელსაც საწვავის მოცულობასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია, თუმცა საკუთარი უფლების დაცვას თითქმის ვერავინ ახერხებს. თითქმის ყველა ავტოგასამართ სადგურზე იტყუებიან მოცულობასთან დაკავშირებით. სპეციალისტების შეფასებით, ყოველ ლიტრ საწვავში ავტოგასამართ სადაგურებში, სულ მცირე, 100-200 გრამს იტყუებიან“, წერს გაზეთი „რეზონანსი“.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელ ბექა კემულარიას თქმით, მომხმარებელთა უმრავლესობას საწვავის სიზუსტესთან დაკავშირებით ხშირად აქვს პრობლემა და ამაზე ბევრს საუბრობენ. ხშირია ფაქტები, რომ ხარისხში ატყუებენ, უსხამენ იმაზე ნაკლებს, რამდენიც რეალურად ეკუთვნით. 5-დან 4 ავტოგასამართი სადგური არაზუსტად ასხამს საწვავს. რატომღაც, ზუსტი ჩასხმა ფიქსირდება მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმების დროს... სხვა შემთხვევაში ყოველთვის ჭურჭელი არის „დამნაშავე“, თუკი არ არის საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული ცენტრის მიერ დამოწმებული. ამით მანიპულირებენ, რადგან კანონმდებლობაში მოცემულია, რომ სპეციალური აკრედიტებული კომპანიების მიერ შემოწმებული ჭურჭლით უნდა მოხდეს კვლევა. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ადგილი აქვს კომერციულ ურთიერთგარიგებებს, რაც სერიოზული პრობლემაა საწვავის ბაზარზე. ხდება მიზანმიმართული მოტყუება როგორც ხარისხის, ასევე ჩასხმის სიზუსტის მხრივაც“, წერს „რეზონანსი“.
„კომპანიების მხრიდან თაღლითურ ქმედებებზე ამახვილებენ ყურადღებას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში. ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მსგავსი ფაქტების სიხშირეს მაკონტროლებელი ორგანოების სისუსტით ხსნის. სხვადასხვა რაოდენობით თითქმის ყველა კომპანია იტყუება, რაც მარტივი ექსპერიმენტითაც დადასტურდა. ბაირახტარის თქმით, არაერთი გამოვლენილი ფაქტია, როდესაც სხვადასხვა ჯგუფს საკონტროლო შესყიდვა ჰქონდა განხორციელებული. ექსპერიმენტები ტარდება კუსტარულ ვითარებაში, რაც კომპანიებს აძლევს საშუალებას, განაცხადონ, რომ არ იყო ჰერმეტულობა დაცული და ამან განაპირობა უზუსტობა, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ სიტუაციას, არა მგონია, 10 ლიტრში სხვაობა 1 ლიტრს შეადგენდეს, ეს გამორიცხულია. ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი თაღლითური ქმედება გაამართლონ. რეგულირება ევალება შემოსავლების სამსახურს, ის კი არ აკონტროლებს ჩასხმის სიზუსტეს. არაერთი კვლევა და არაერთი საზოგადოებრივი დაკვირვება, მათ შორის - რიგითი მომხმარებლების მხრიდანაც, ადასტურებს, რომ სხვადასხვა კომპანია რაოდენობაში იტყუება. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით არანაირი ღონისძიება არ გატარებულა. პრინციპში, ეს არის მაღალი მასშტაბის თაღლითობა, რაზეც ყველა რატომღაც თვალს ხუჭავს. ვიღაცის კეთილსინდისიერების იმედზე არ ვიქნებით. მაკონტროლებელი საკუთარ მოვალეობას უნდა ართმევდეს თავს. რადანაც ასე არ ხდება, რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან“, აღნიშნავს გამოცემა და განაგრძობს:
„ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის სიზუსტეზე კვლევის ჩატარებას მომხმარებელთა უფლების დამცველი ორგანიზაცია „ეტიკი“ გეგმავს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამირან შენგელია აცხადებს აგს-ების უმეტესობა მომხმარებელს ატყუებს. როგორც წესი, ბენზინგასამართი აპარატი ილუქება წელიწადში ორჯერ მაინც -ზამთარსა და ზაფხულში, ტემპერატურული ცვლილებების გამო, მაგრამ ამას არავინ აკეთებს (წელიწადში ერთხელ არის დალუქული, კომუნისტების დროს 3 თვეში ერთხელ ილუქებოდა). დღეს კანონი არაფერს ავალდებულებთ, გარდა იმისა, რომ ტექნიკური მოწყობილობა დალუქული უნდა იყოს, სხვა სტანდარტი არ მოქმედებს. შენგელიას თქმით, იტყუება ყველა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. დიდი ფირმის სახელებს არიან ამოფარებული და ხალხს ძარცვავენ. საჩივარი გვქონდა შემოსული სამეგრელოდან, სადაც მომხმარებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ 10 ლ ბენზინის ნაცვლად 8 ლ ჩაუსხეს, მაგრამ მან თავისი სიმართლე ვერ დაადასტურა. სამწუხაროდ, ვერც ჩვენ შევძელით მისთვის დახმარების გაწევა, რადგან კომპანიამ ტექნიკური აღჭურვილობა მოგვთხოვა (სპეციალური სარწყავი აპარატი), რაც არ აღმოგვაჩნდა. ამ ეტაპზე შესაბამის ზომებს ვიღებთ, სათანადოდ ვემზადებით, რომ ჩავატაროთ კვლევა და მომხმარებლების უფლებების დასაცავად მაქსიმალურად ვიყოთ მზად“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.