საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტის კარები აჭედილია, ხოლო მისი სკამი სანაგვეზეა გადაგდებული.

ძიუდოისტები, რომლებიც ამ წუთებში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის შენობასთან არიან შეკრებილი, იმ კომისიას უცხადებენ უნდობლობას, რომელიც კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და რომლის მიერ დადებული პირველადი დასკვნაც მათი თქმით, მათ არგუმენტებთან წინააღმდეგობაში მოდის.

სპორტსმენები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ თანამდებობა დატოვოს დავით ქევხიშვილმა.
„მარტო ჩვენ არ ვართ. აქ არიან ახალგაზრდული ნაკრების წევრები. აქ არიან ქალთა ნაკრების წევრები. პროტესტი გრძელდება და უპირობოა ჩვენი მოთხოვნა - გადადგეს დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან. 20 დღეა ჩვენ უკვე აღარ ვვარჯიშობთ. შესაბამისად, ყურადღებაც არის ძალიან ნაკლები ჩვენს მიმართ იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის მოგვარება. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღ პროტესტს. როგორც ჩვენ ვერ ვახერხებთ ვარჯიშს, ჩვენც შევეცდებით რომ ფედრაციის პრეზიდენტს არ მივცეთ მუშაობის საშუალება, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვიჩაგრებით ამ შემთხვევაში“, განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას ვარლამ ლიპარტელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.