„ბიძინა ივანიშვილი ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას ემხრობა“ - „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სხდომა დასრულდა
22-05-2018, 14:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ნარკოპოლიტიკის რეფორმა იყო.

 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება მოხდა.

 

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასევე იმყოფებოდა შეხვედრაზე, ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრეა.

 

 

„პრინციპული დაპირისპირება არ გამოკვეთილა, დაახლოვდა პოზიციები მინდა გითხრათ, მაგრამ აუცილებელი იქნება დამატებითი კონსულტაციები.... ბატონი ბიძინა ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას ისევე, როგორც გუნდის ყველა დანარჩენი წევრი", განაცხადა აკაკი ზოიძემ და დაამატა, რომ აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ გაჭიანურდება.

 

 

პარლამენტის ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, სახელმწიფოს მიზანი ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებაა.

 

 

„ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან პოზიცია იქნება უფრო ზიანის შემცირებაზე ორინეტირებული და იმაზე, რომ ნაკლები დამოკიდებული გვყავდეს და მეტი ადამიანის გამოხსნა შევძლოთ ჩვენ ნარკოდამოკიდებულებისგან. ზოგადად, მკაცრი რეგულირების მომხრე ვართ", განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საბურისას და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში, პოზიიციების დამაახლოებლის როლი იყო.

 

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პოლიტსაბჭოს წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

 

 

სხდომაზე არ იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებშია. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი