ასპინძის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება ინტენსიურ ფაზაში გადავიდა და ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით ასრულებენ.
დაბა ასპინძაში აღმაშენებლის, ფალიაშვილის, არაყიშვილის ქუჩების რებილიტაცია ( მოსფალტება) 27 მაისს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში დასრულდება. აღნიშნულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ,,არალი", რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 406 119 ლარია გამოყოფილი.
პარარელურად მიმდინარეობს დაბა ასპინძაში წერეთლის, ერისთავის, ვარძიის, ტაბიძისა და კურორტ ასპინძასთან მისასვლელი გზის მოასფალტებისსამუშაოები. გზის ა ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ასტორია" და ხელშეკრულება გაფორმებულია 359 999 ლარზე, რაც ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება გადარიცხული. სამშენებლო სამუშაოები 28 მაისს დაიწყო და 29 ივნისს დასრულდება.

ასევე მიმდინარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ორგორა, საყუდაბელი, ძველსა და ჭობარეთში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ( მოასფალტება.) საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს შპს ,,არალი", რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 336 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები 20 მაისს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.