„ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისთვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დააკვირდება ამ პროცესს“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე საუბრისას.
ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც საქმის თითოეული დეტალი განიხილეს.
„პარლამენტი დაინტერესდა ამ საქმის მიმდინარეობით. ჩვენ გვქონდა საგანგებო შეხვედრა, სპეციალური შეხვედრა ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, განვიხილეთ თითოეული დეტალი ამ საქმის, მათ შორის, განვიხლეთ ის, თუ როგორ არის ჩვენი ქვეყნის არგუმენტები მომზადებული, რა სახის არგუმენტებია, მტკიცებულებები წარმოდგენილი და ჩვენ ვფიქრობთ, დავრწმუნდით, რომ ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისთვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დააკვირდება ამ პროცესს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.