დიდი იმედი გვაქვს, როგორც მხარეს, რომ სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას, სამართლიან გადაწყვეტილებას, აღნიშნული განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
როგორც მინისტრი ამბობს, რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომისთვის, მინიმუმ 2006 წლიდან ემზადებოდა, რასაც ვლადიმერ პუტინის საჯარო გამოსვლა მოწმობს.
„სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას, სამართლიან გადაწყვეტილებას, როგორც ეს მათ სჩვევიათ, რადგან არიან მსოფლიოში - ალბათ, არ შევცდები თუ ვიტყვი - ყველაზე მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო სასამართლო და რომ, ის იტყვის სიმართლეს. სიმართლე კი, არის ის, რომ რუსეთი 2008 წლის საომარი მოქმედებებისთვის მინიმუმ 2006 წლიდან ემზადებოდა. ამას მოწმობს ბატონი პუტინის საჯარო გამოსვლაც და რომ, ჩვენ ვიხილეთ გაასმაგებული ხარისხი კონტროლისა აგვისტოს თვეში რუსეთის მხრიდან", განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.