სოფელ მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელი გზიდან მაშველებმა 19 დაშავებული ადამიანი ჩამოიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დილის 6 საათიდან სოფელ მლეთაში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ბრიგადები არიან მობილიზებულნი, რომლებიც სოფელ მლეთიდან სალოცავამდე გზის სხვადასხვა მონაკვეთზე არიან გადანაწილებულები.
წვიმიანი ამინდის მიუხედავად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ლომისობის დღესასწაულზე უამრავი მომლოცველი ჩავიდა.
მლეთიდან სალოცავამდე გზაზე ზოგიერთი მომლოცველი დაშავდა. სულ 19 ადამიანი, რომელთა შორის 2 ქალბატონია და 17 მამაკაცი. მაშველების ინფორმაციით, დაშავებულებიდან ზოგს კიდური ჰქონდა მოტეხილი, ზოგს არტერიული წნევა აწუხებდა და სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდათ.
ასევე, ცუდი ხილვადობის გამო, 2 მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც მშობლებს ჩამორჩნენ, დაიკარგნენ, თუმცა, მაშველებმა ბავშვები იპოვეს და ისინი მშობლებს მიუყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.