დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს
23-05-2018, 00:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი მიიღო, განაცხადა, რომ მომავალ თვეს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ისტორიული შეხვედრა შესაძლოა არ შედგეს.

 

 

„ჩვენ შევხედავთ, რა მოხდება. არსებობს გარკვეული პირობები, რომელიც ჩვენ გვინდა. ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ ამ პირობებს და თუკი ეს ასე არ მოხდება, ჩვენ არ გვექნება შეხვედრა“, უთხრა ტრამპმა ჟურალისტებს და დასძინა, რომ შესაძლოა შეხვედრა გადაიდოს.

 


მან თქვა, რომ კიმ ჩენ ინის დამოკიდებულება მისი ჩინეთში მეორე ვიზიტის შემდეგ შეიცვალა.

 


„როცა კიმ ჩენ ინმა მეორედ დატოვა ჩინეთი, იგრძნობდა განსხვავებულობა... ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დამოკიდებულება შეცვლილი ჩანდა და მე ცოტა გაკვირვებული ვიყავი. შესაძლოა, არაფერიც არ მომხდარიყო, მე არავის ვდებ ბრალს, შესაძლოა არც არაფერი მომხდარიყო, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ განსხვავებული დამოკიდებულება შეიმჩნეოდა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან“, განაცხადა ტრამპმა.

 

 

მოელიან, რომ ტრამპთან შეხვედრამდე, კეთილმოსურნეობის ჟესტის გამოსახატავად, ჩრდილოეთ კორეა თავისი ბირთვული გამოცდის პოლიგონის დემონტაჟს მოახდენს, როგორც ამის პირობა კიმ ჩენ ინმა დადო, მაგრამ დემონტაჟი შესაძლოა დაყოვნდეს, ცუდი ამინდის გამო.

 

 

მანამდე, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი „არ ეცადოს თამაშს“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, თუკი ისინი შეხვდებიან ერთმანეთს მომავალ თვეს.

 

 

პენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამგვარი ნაბიჯი „დიდი შეცდომა“ იქნებოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მხრიდან.

 


პენსმა ასევე თქვა, რომ არ არის გამორიცხული, რომ ტრამპმა სინგაპურში დაგეგმილი 12 ივნისის სამიტზე დასწრებაზე უარი განაცხადოს.

 


ტრამპთან კიმ ჩენ ინის შეხვედრის ჩაშლის შესაძლებლობა თავდაპირველად ფხენიანმა გააჟღერა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მიერ გაკეთებულ კომენტარს უკავშირდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების გზაზე შესაძლო იყო ე.წ. ლიბიის მოდელის გამოყენება, რამაც ოფიციალური ფხენიანის აღშფოთება გამოიწვია იმ პერსპექტივის გათვალისწინებით, რაც ლიბიის ლიდერმა, მოამარ კადაფიმ გაიზიარა.

 


ტრამპმა დაამშვიდა კიმ ჩენ ინი, რომ „ლიბიის მოდელზე“ საუბარი არ მიდის 

 

 

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ შესაძლოა უარი თქვას შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილ შეხვედრაზე, თუკი ვაშინგტონი ცალმხრივად და დაჟინებით მოითხოვს ფხენიანისაგან ხელი აიღოს მის ბირთვულ შეიარაღებაზე, ტრამპმა რამდენიმე დღის წინ მისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მოსაზრების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და დაამშვიდა ფხენიანი, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღებისას ე.წ. ლიბიის მოდელს არ მიჰყვებიან.

 


გაბრაზებულ განცხადებაში, რომელშიც თითი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონისკენაა გაშვერილი, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეერთებულ შტატებს უგუნური განცხადებების გაკეთებაში დასდო ბრალი.

 


ბოლტონის შეთავაზებით, ჩრდილოეთ კორეას შეუძლია ბირთვული განიარაღების ლიბიურ მოდელს მისდიოს - მოდელი, რომელზეც ბევრმა ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ შეშფოთებას გამოიწვევდა ჩრდილოეთ კორეაში იმ ბედის გათვალისწინებით, რაც ლიბიის ხელმძღვანელობამ გაიზიარა.

 


კიმ კი გვანმა, რომელიც მაღალი იერარქიის გავლენიანი ფიგურაა ჩრდილოეთ კორეაში, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ეს არ არის „საკითხის დიალოგის გზით გადაწყვეტის განზრახულობის გამოხატულება“.

 


„ეს არსებითად არის საშინელი ჩანაფიქრისკენ მიმავალი მანიფესტაცია - ჩვენმა ღირსეულმა სახელმწიფომ გაიზიაროს ლიბიის ან ერაყის ბედი, რომლებიც მთელი თავიანთი ქვეყნების დიდი სახელმწიფოებისთვის დათმობის გამო ჩამოიშალნენ“.

 


„ჩვენ წარსულში უკვე ნათელი მოვფინეთ ბოლტონის ხარისხის დონეს, და ჩვენ არ ვმალავათ მის მიმართ ჩვენი გრძნობების შეუთავსებლოას“, ნათქვამი განცხადებაში.

 

 

2003 წელს ლიბიის ლიდერი მოამარ კადაფი მის ქვეყანაზე სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის განვითარების შეჩერებას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის შემდეგ იგი დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების მიერ იქნა მოკლული - შედარება, რამაც როგორც ჩანს, შეაშფოთა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და დაიმუქრა ტრამპთან სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებით.

 


რა განაცხადა ტრამპმა რამდენიმე დღის წინ?

 


მაშინ, როცა ფეხზე მდგომი ბოლტონი მჯდომარე ტრამპს ზემოდან დაჰყურებდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა: „ლიბიური მოდელი არ არის მოდელი, რომელიც ჩვენ საერთოდ შეიძლება გვქონდეს, როდესაც ჩრდილოეთ კორეაზე ვფიქრობთ“.

 

 

 


ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კიმ ჩენ ინთან ისეთ შეთანხმებას განიხილავს, რომელიც მის ადგილზე დარჩენას გულისხმობს: საუბარია „ისეთ რამეზე, რომ ის იქნება იქ, ის ქნება მის ქვეყანაში, ის განაგრძობს მისი ქვეყნის მართვას, მისი ქვეყანა იქნება ძალიან მდიდარი.

 


„თუ თქვენ შეხედავთ სამხრეთ კორეას, ეს იქნება ნამდვილად სამხრეთ კორეული მოდელი, რაც შეეხება მათ ინდუსტრიას... ისინი არიან უაღრესად მშრომელი, ჩინებული ადამიანები“.

 


დაგეგმილ სამიტზე ტრამპმა განაცხადა: „არაფერი შეცვლილა ჩრდილოეთ კორეაზე და ყველაფერი ისეა, რაც აქამდე ვიცით. ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს“.

 


ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ კიმ ჩენ ინთან „წარმატებული შეხვედრა“ ექნება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი