საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლური პოლიტიკის გამტარებელია და ამავდროულად, ამას ახორციელებს უაღრესად გონივრულად და რაციონალურად, პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკელმა” სენატორმა, ლინდსი გრემმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
„სამხრეთ კაროლინას შტატის სენატორმა გრემმა მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. გამოითქვა სურვილი, აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის დონე შესაბამისობაში მოვიდეს იმ პოლიტიკურ ურთიერთობებთან, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს.
სენატორმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მის მტკიცე მხარდაჭერას.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ გამოწვევებს. ლინდსი გრემმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მისი განცხადებით, საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს აშშ-ის სენატის მხრიდან, რაც აქამდეც არაერთხელ იყო გამოხატული, როგორც რეზოლუციებში, ასევე - კონსოლიდირებულ აქტში საქართველოს მხარდამჭერი დებულებებით. სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი სახის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.