თბილისის 139-ე საჯარო სკოლიდან იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ყველა ბავშვი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, – ამის შესახებ სკოლის დირექტორმა, ნათია ფხალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იგი პირადად ესაუბრა ბავშვების მშობლებს და მათგან მიიღო ინფორმაცია, რომ ბავშვები კარგად არიან და სახლში გაწერეს.
ნათია ფხალაძე აცხადებს, რომ სკოლაში საგანგებო სტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მუშაობა დაასრულეს.
“მთლიანად შეისწავლეს სკოლა და არანაირი მომწამლავი ნივთიერება არ აღმოჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაასკვნეს, რომ სკოლა უსაფრთხოა”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა და აღნიშნა, რომ სკოლაში სწავლის პროცესი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.