საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანს უილბურ როსს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გავლენის კვლევის შედეგები გაუზიარა.
კვლევა საქართველოს მთავრობის დაკვეთით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ „PWC“-მ განახორციელა. კვლევის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდიდა ორივე ქვეყნიდან ექსპორტს, ხელს შეუწყობდა ინვესტიციებს და სტიმულს მისცემდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება აშშ-დან ინვესტიციების ზრდას, რომელსაც ასევე მოაქვს ქვეყანაში ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები.
შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილსა და უილბურ როსს შორის ეკონომიკის მინისტრების დონეზე პირველად გაიმართა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.