ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე რეჟისორ ვეფხია ნადირაძის სპექტაკლის პრემიერა შედგა
03-06-2015, 13:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე რეჟისორ ვეფხია ნადირაძის სპექტაკლის პრემიერა შედგა. ალეხანდრო კასონას ცნობილი პიესა „ველური“ - რეჟისორმა თავისებურად გააცოცხლა და დამსწრე საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურა. სპექტაკლი ორმოქმედებიანია და მასზე რეჟისორი რამდენიმე თვე მუშაობდა. მასში როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსახიობები მონაწილეობენ.

 

 

სპექტაკლი რეჟისორისთვის იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სამტრედია სწორედ აღნიშნული ნამუშევრით წარდგება ქუთაისში, თეატრალურ ფესტივალზე - „თეატრალურ იმერეთი“.

 

 

აღსანიშნავია, რომ შარშან აღნიშნულ ფესტივალზე საუკეთესო სპექტაკლად ვეფხია ნადირაძის და გიორგი სიხარულიძის ნამუშევარი დაასახელეს. რეჟისორს წელსაც წარმატების იმედი აქვს. მან სპექტაკლის ბოლოს სამტრედიელ პუბლიკას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

 

სპექტაკლის პრემიერას ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლიზა კრავეიშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რომელთაც თეატრის შემოქმედებით ჯგუფს წარმატებები უსურვეს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი