კადეტები ელექტრონიკასა და რობოტექნიკას შეისწავლიან
23-05-2018, 12:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ელექტრონიკისა და რობოტექნიკის შესწავლა იწყება. პირველ საჩვენებელ გაკვეთილებს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. სწავლებისას ლიცეუმში გამოყენებულია მეთოდი „სწავლა კეთებით“. ლიცეუმის კადეტები თავად მონაწილეობენ სხვადასხვა ელექტრო დეტალების შექმნაში. რობოტიკის წრე დაფუძნებულია STEM-ის საგნებზე და მისი მიზანია, კადეტმა არა მარტო ჭკვიანი მოწყობილობების გამოყენება და მართვა, არამედ მისი კონსტრუირება, დაპროგრამება და დასახულ მიზნებზე მორგება შეძლონ.

 

 

რობოტექნიკის კლუბი აღჭურვილია თანამედროვე ელექტრონული კომპონენტებით და პროგრამირებადი დაფით, რობოტოტექნიკით, უპილოტო საფრენი აპარატებით და სხვა თანამედრვოვე ტექნიკით, რომელიც გათვალისწინებულია, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მუშაობაზე.

 

 

ინოვაციური საგნების სრულფასოვანი სწავლების მიზნით ლიცეუმის პედაგოგებმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი