წყალტუბოში სამუსიკო სკოლის 60 წლის იუბილე მასშტაბურად და გრანდიოზულად აღინიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის წყალტუბოში გერმანიის ქალაქ მიუნხენის სახელმწიფო მოხელეთა სიმფონიური ორკესტრი ჩავიდა.
უცხოელმა მუსიკოსებმა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, კლასიკური მუსიკის შედევრები შეასრულეს. კლასიკური მუსიკის საღამო თბილისის კონსერვატორიის პროფესორის გიორგი ქობულაშვილის, მეცენატის, ქველმოქმედის, ბავარიასა და ბადენ-ვუტენბერგში საქართველოს საპატიო კონსულის, ნიკოლაუს ჰიპის ინიციატივითა და მხარდაჭერით მოეწყო.
„წყალტუბოში სპეციალურად იუბილესთვის ჩამოვედით, მე ყველგან ვამბობ, რომ საქართველო არის ევროპა, აქ არიან არაჩვეულებრივად ნიჭიერი ახალგაზრდები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი მხარდაჭერისთვის’’, განაცხადა მსოფლიოში ცნობილმა მეცენატმა და ქველმოქმედმა კლაუს ჰიპმა.
„წყალტუბო ჩემთვის აღმოჩენაა, უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ სამუსიკო სკოლასთან, რომლის მიღწევები, აკადემიური დონე, შრომისმოყვარეობა სამაგალითოა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ამ უნიჭიერს ახალგაზრდებსა და პედაგოგებს დავეხმაროთ’’, აღნიშნა თბილისის კონსერვატორიის პროფესორმა გიორგი ქობულაშვილმა.
კონცერტზე კომპოზიტორების - მოცარტის, შუბერტის, ჰაიდნის, ბახის, ბალანჩივაძის ცნობილი ნაწარმოებების შესრულების შემდეგ, წყალტუბოს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა ევროპის ჰიმნი იმღერეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელინმა საპატიო სტუმრებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მიუნხენის სახელმწიფო მოხელეთა სიმფონიურ ორკესტრს, სამუსიკო სკოლის მენეჯერმა, მარინა კვერნაძემ ფერწერული ტილო უსახსოვრა.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.