დადგა დრო, რომ ქართველი მეგობრები სომხეთს ისეთივე სიხშირით სტუმრობდნენ, რა სიხშირითაც სომხები ჩადიან საქართველოში, განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოში 25 მაისს დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას.
„ვთვლი, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის დადებითი ურთიერთობებია. ჩვენ თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გვაქვს. ორივე ერი მრავალი წელია ერთად მუშაობს. მიმაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში უნდა გაღრმავდეს, მათ შორის, ეკონომიკურ სფეროში“, განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, როგორც ამას „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „არმენპრესზე“ დაყრდნობით იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.