დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მას შესაძლოა, კერძო თვითმფრინავი ესაჭიროებოდეს იმისათვის, რომ მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს და ქვეყნის ინეტერესებს გაუწიოს პოპულარიზაცია.
როგორც BBC იუწყება, დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს ოფიციალური საქმისთვის შეუძლიათ გამოიყენონ „RAF Voyager“-ი (სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავი), მაგრამ ჯონსონმა განაცხადა, რომ „ის, როგორც ჩანს, არასდროს არ არის ხელმისაწვდომი“.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, სურს თუ არა მას „ბრექსიტის თვითმფრინავი?“ - ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა უპასუხა, რომ სურს, თუკი ხარჯები არ იქნება „უსაშველოდ დიდი“.
ლონდონიდან პერუში გამგაზავრებისას, ჯონსონი ჯერ ესპანეთში ჩაფრინდა, საიდანაც გადაჯდომა მოუწია დამაკავშირებელი რეისის ავიალაინერზე, რის გამოც მგზავრობის დრო 5 საათით გაიზარდა.
„გადასახადის გადამხდელებს არ სურთ, რომ ჩვენ მდიდრული თვითმფრინავი გვყავდეს... მაგრამ თუკი გამოინახება გზა, რომ ეს უსაშველოდ ძვირი არ იქნება, მაშინ ვიტყოდი რომ, დიახ, ჩვენ ალბათ ნამდვილად გვჭირდება რაღაც“, განაცხადა ჯონსონმა.
მან ასევე იკითხა, თუ რატომ უნდა იყოს „RAF Voyager“-ი (სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავი) მოსაწყენი, უსახური ფერის. „რატომ უნდა იყოს ის ნაცრისფერი?“, აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
„RAF Voyager“-ი ხელმისაწვდომია, როგორც კაბინეტის წევრებისთვის, ისე სამეფო ოჯახისთვის მას შემდეგ რაც 2016 წელს ავიალაინერს 10 მილიონი ფუნტი სტერლინგის რემონტი ჩაუტარდა.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, თვითმფრინავზე არსებული დიდი მოთხოვნის პირობებში, რთულია მთავარმა მინისტრებმა მოახერხონ მისი დაჯავშნა.

როგორც BBC წერს, თვითმფრინავის გამოყენებისას პრიორიტეტი დედოფალს ენიჭება, შემდეგ მას პრინცი ჩარლზი მოჰყვება, რიგში მესამე ადგილზე პრემიერ მინისტრია, ხოლო ამის შემდეგ კი მინისტრები.
BBC-ის ცნობითვე, გარდა აღნიშნული სამეფო ავიალაინერისა, სხვა თვითმფრინავებიც ხელმისაწვდომია და ერთ-ერთი მათგანით ბორის ჯონსონმაც ისარგებლა გასული წლის ნოემბერში რუსეთში ვიზიტისას, მაგრამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიჩივლა, რომ ეს ავიალაინერები არ განახლებულა თითქმის 40 წლის განმავლობაში.
დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს, ტონი ბლეერს საპრემიერმინისტრო თვითმფრინავის, სახელწოდებით „Blair Force One“ (ბლეერი ბორტი ნომერ პირველი“), შესყიდვის გეგმა ჰქონდა, მაგრამ პროექტი, ბლეერის შემცვლელის, იმ დროს ფინანსთა მინისტრის, გორდონ ბრაუნის „ხარჯების დაზოგვის ზომების“ ფარგლებში, მიტოვებული იქნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.