სსიპ საინფორმაციო ცერნტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით ევროპის დღეები 2018-ის ფარგლებში ხონის ა(ა)იპ სასპორტო სკოლის მიმდებარედ მოხალისეობრივად მოიხატა გრაფიტი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ამხანაგური შეჯიბრი ფრენბურთში, ქალბატონებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის. ღონისძიების მონაწილეები სიმბოლური სიგელებით და საჩუქრებით ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ დაასაჩუქრა. გამარჯვებულ გუნდს კი თასი მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ გადასცა.

ინფორმაციას და ფოტომასალას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.