პეტრო პოროშენკომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის მოწყობის სანაცვლოდ სულ მცირე 400 000 აშშ დოლარი გადაუხადა ტრამპის ადვოკატს, მაიკლ კოენს - BBC
23-05-2018, 23:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა საიდუმლოდ მიიღო სულ მცირე 400 000 აშშ დოლარი იმისათვის, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს და ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა მოეწყო, იტყობინება BBC კიევის იმ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც აღნიშნულში იყვნენ ჩართული.

 


წყარეობის განცხადებით, გადახდის საკითხი შუამავალების მიერ იყო მოგვარებული, რომლებიც პოროშენკოს სახელით მოქმედებდნენ, თუმცა კოენი არ იყო დარეგისტრირებული, როგორც უკრაინის წარმომადგენელი, როგორც ეს აშშ-ის კანონით იყო მოთხოვნილი.

 

 

 


კოენი (REUTERS-ის ფოტო) ბრალდებებს უარყოფს.

 


შეხვედრა თეთრ სახლში გასული წლის ივნისში გაიმართა. მალევე, როგორც კი უკრაინის პრეზიდენტი შინ დაბრუნდა, მისი ქვეყნის ანტი-კორუფციულმა სააგენტომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერზე, პოლ მანაფორტზე მის მიერ წარმოებული გამოძიება შეწყვიტა.

 


პოროშენკოს ადმინისტრაციაში უკრაინის დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცერმა აღწერა, თუ რა მოხდა თეთრ სახლში ვიზიტამდე.

 


მან თქვა, რომ კოენი იმისთვის იქნა ჩართული, რომ უკრაინის რეგისტრირებულ ლობისტებს და საელჩოს ვაშინგტონში შეძლებოდა უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე ტრამპთან ხანმოკლე შეხვედრა და ფოტოს გადაღება იყო. პოროშენკოს სჭირდებოდა ისეთი ატმოსფეროს დახატვა, რაც შეიძლებოდა წარმოჩენილიყო, როგორც „მოლაპარაკებები“.

 


პოროშენკომ გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა შავი არხი ტრამპთან. ამოცანის წარმართვა დაევალა ყოფილ თანაშემწეს, რომელმაც დახმარება ერთგულ უკრაინელ პარლამენტარს სთხოვა.

 


მან ამისათვის გამოიყენა პიროვნული კონტაქტები ებრაულ საქველმოქმედო ორგანიზაციებში ნიუ-იორკის შტატსა და ვაშინგტონში. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტის ადვოკატამდე და ტრამპისთვის სანდო მაიკლ კოენამდე მივიდნენ, რომელსაც უნდა ეთავა შეხვედრის მოწყობა. კოენს 400 000 აშშ დოლარი გადაუხადეს.

 


არ არსებობს სამხილი, რომ ტრამპმა იცოდა თანხის გადახდის თაობაზე.

 


მეორე წყარომ კიევში, იგივე დეტალების შესახებ ისაუბრა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ კოენს მთლიანობაში 600 000 აშშ დოლარი მისცეს.

 


გასული წლის ივნისში, პოროშენკოს ვაშინგტონში ვიზიტამდე, გამოითქმებოდა ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, თუ რა დროს დაუთმობდა მას ტრამპი. თეთრი სახლის მიერ შედგენილი გრაფიკი კი მხოლოდ იმას ითვალისწინებდა, რომ პოროშენკო „მოკლე დროით შეირბენდა“ ოვალურ ოფისში იმ დროს, როცა ტრამპს თანამშრომლებთან ექნებოდა შეხვედრა. კოენს კი თანხა იმისთვის გადაუხადეს, რომ პოროშენკოს ტრამპთან უხერხული, ხანმოკლე, რამდენიმეწუთიანი მოლაპარაკებისა და ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, „სრულყოფილი მოლაპარაკებები“ გაემართა და ამ საკითხის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები გრძელდებოდა იმ დღესაც, დილის საათებში, როცა პოროშენკო უკვე ვაშინგტონში იმყოფებოდა და ტრამპთან შესახვედრად ემზადებოდა, წერს BBC.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი